მოსამართლეების მიერ გამოტანილი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები - "სასამართლოს გუშაგის" კვლევა

გამოქვეყნდა:

პრობლემები  სასამართლო სისტემაში  და მოსამართლეების მიერ გამოტანილი დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები -  ეს იმ დარღვევების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც "სასამართლო გუშაგის" დასკვნაში მოხვდა. 

ორგანიზაციაში ამბობენ რომ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოსამართლეები  საქმის მასალებს არ იცნობენ და პროცესებს მაქსიმალურად აჭიანურებენ. იურისტები ამბობენ, რომ სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის მიზეზიც სისტემაში არსებული პრობლემებია. 

"სასამართლო გუშაგმა" კვლევა ქვეყნის მასშტაბით, 18 სასამართლოში ჩაატარა. კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქმეებზე, რომლებზეც პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს, გადაწყვეტილება დროული და ობიექტურია, ხოლო საქმეები, რომლებზეც ხელისუფლებას პოლიტიკური ინტერესები აქვს, ფორსირებულ რეჟიმში განიხილება და  გადაწყვეტილებებიც არაობიექტურია.

გარდა ამისა, ამავე კვლევით იკვეთება, რომ მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენების დაახლოებით 20% დაუსაბუთებელია. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი