ჩოხატაურში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს

გამოქვეყნდა:

გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. 

მოკლული ბიჭი 23 წლის იყო. სავარაუდო დამნაშავე კი ადგილობრივია, რომელმაც 4-წლიანი პატიმრობის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულება 3 თვის წინ დატოვა. ის სასჯელს პოლიციელზე თავდასხმისთვის იხდიდა. ცნობილია, რომ ის ვადაზე 3 წლით ადრეა გათავისუფლებული. 

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

ამ დროისთვის დეტალები უცნობია.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი