სოფელ ქორდში მამის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებაზე გორის სასამართლო დღეს იმსჯელებს

გამოქვეყნდა:

მამის მკვლელობაში ბრალდებული მოსამართლის ვერდიქტის მოლოდინში - პროკურატურამ სანდრო ინაურს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ამ წუთებში გორის სასამართლოში დაკავებულის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე, დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს. 

"საქმეში არის არაერთი მტკიცებულება...დანაშაულის ჩადენის მოტივი, ამ ეტაპზე რაც არის გამოკვეთილი, არის შურისძიება. ბრალდებულსა და მოკლულს შორის წარსულში არსებული კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც გაგრძელდა მათ შორის ბოლო დღემდე," - ამბობს ადვოკატი, შოთა მანელიძე

შეგახსენებთ, გორის სოფელ ქორდში 28 წლის შვილმა სანადირო თოფით 67 წლის მამა მოკლა, შემდეგ კი, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა და რამდენიმე დღე მალავდა. მკვლელობა სამშაბათს, 26 სექტემბერს, მოხდა.

ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი