შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული ლ.მ. გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. საუბარია 60 წლის კაცზე, რომელსაც ორი გოგო გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.
უწყებამ სავარაუდო დამნაშავის დაკავების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია "საფარმა" განაცხადა, რომ მოძალადე დაკავებული არ იყო.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე, მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამავე თემაზე ნახეთ: