დღეს ინფიცირებულებს შორის 1 სამედიცინო პერსონალია, 2-ის წყარო უცნობია - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბიას თქმით, დღეს, 18 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი სამედიცინო პერსონალია, ორის წყარო კი უცნობია. ამ თემაზე კომენტარი მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

1-ის წყარო არის სოფელი ლენჯერი, 1-ის ქობულეთი ანუ კაფე "ჰავანა" 1-ის წყარო დადასტურებულთან კონტაქტი, 4 შემოტანილი შემთხვევა და აქედან 1 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 სამედიცინო პერსონალი, 2-ის კონტაქტების მოკვლევა გრძელდება, - თქვა მარინა ეზუგბაიამ.

18 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი უცვლელი დარჩა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1351 
  • გამოჯანმრთელებულია - 1 092 
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 7 597
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი