ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა სკოლებში. ხშირად ადმინისტრაცია სათანადოდ ვერ აფასებს რისკებს, რა შეიძლება მოჰყვეს პრობლემის დამალვას. დაგვიანებული რეაგირება კი საქმეს ვერ აგვარებს. არ ტარდება არც პრევენციული ღონისძიებები. ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ ერთმანეთზე თანატოლები. ერთ ასეთ შემზარავ ფაქტზე ერთი არასრულწლოვანის ოჯახი, რეაგირებას ელოდება. მუქარის მსხვერპლი მე-9 კლასელი მოსწავლეა. შემთხვევა იმერეთის საჯარო სკოლაში მოხდა. ფაქტი ოჯახმა გაასაჯაროვა, თუმცა უმეტესად ბავშვები ასეთ ზეწოლას მალავენ, რაც მერე მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება. ასევე მძიმედ აისახება არასწორი ჩარევაც.
როგორც ირკვევა ჯერ-ჯერობით საგამოძიებო უწყების თანამშრომლებს სკოლის ადმინისტრაცია პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეც არ დაუბარებია.