კორონავირუსის მორიგი შემთხვევა გორში - ინფიცირებულია მედდა

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჯერად ვირუსი კლინიკა "გორმედის" მედდას დაუდგინდა.  

ახალგაზრდა ქალი, რომელიც 4 აგვისტოდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, "გორმედის" ცხელების ცენტრის თანამშრომელია. ქალი ამჟამად ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, რეგიონში კი ეპიდემიოლოგიური კვლევა მომდინარეობს.  

"გორმედის" კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის თქმით, კლინიკა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში ინფიცირებულს პაციენტებთან შეხება არ ჰქონია.

"მთავარის" ინფორმაციით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გორში კორონავირუსით უკვე მეოთხე მედპერსონალი დაინფიცირდა.

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი