მიღების შემთხვევაში იქნება შეკრების თავისუფლების დარღვევისა, აქტივისტების რეპრესიის ახალი იარაღი - GDI კარვების კანონზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია რომ კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, იქნება შეკრების თავისუფლების დარღვევის და აქტივისტების წინააღმდეგ რეპრესიის ახალი იარაღი.

GDI-ის პოციზიით, დაგეგმილი კანონპროექტის მიღებით გაიზრდება დემონსტრანტების შეკრების თავისუფლებაში ხელისუფლების მიერ თვითნებურად ჩარევის საფრთხე.

"GDI მიიჩნევს, რომ კანონის გამკაცრება რეალურად ემსახურება არა რაიმე საჯარო ინტერესს, არამედ ქმნის აქციის მონაწილეთა დასჯის დამატებით ბერკეტს, რასაც მსუსხავი ეფექტი ექნება შეკრების თავისუფლებაზე. როგორც საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, ისე ეროვნული სასამართლოებისა და სახალხო დამცველის შეფასებით, შეკრების თავისუფლებით დაცული სფერო მოიცავს შეკრების დროის, ადგილის და ფორმის არჩევას, მათ შორის, კარვის/დროებითი კონსტრუქციის დადგმას.

რაც შეეხება ამ უფლების შეზღუდვას, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი რედაქციით, კარვის ან სხვა კონსტურქციის მოწყობის შეზღუდვა შესაძლებელია, როცა ხდება ტრანსპორტის სავალი ნაწილის სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა.[4] გარდა ამისა, ადმინისტრაციული ორგანოს შენობის ბლოკირებისა და საქმიანობის შეფერხების პრევენციისთვის, შეიძლება დაწესდეს შეზღუდვა შეკრების ან მანიფესტაციის შენობიდან მოშორებით ჩატარებასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს ოცი მეტრისა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებისა და საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და შეზღუდვის კანონირებისა და კონსტიტუციურობის მოთხოვნათა დაცვით, ისე, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი", - წერია განცხადებაში.

GDI აცხადებს, რომ დაგეგმილი კანონპროექტით კანონმდებლობას დაემატება შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ახალი საფუძვლები, რომლებიც, ზრდის ამ უფლების დარღვევის რისკს.

"საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით კიდევ უფრო შევიწროვდება პროტესტის თავისუფლად გამოხატვის სივრცე, რომლის შესამცირებლად უკვე განგრძობითად და ბოროტად გამოიყენება ადმინისტრაციული მართლმსაჯულება - სამართალდამცავთა მიერ თვითნებური ადმინისტრაციული დაკავებები და საპროცესო გარანტიებთან შეუსაბამო სასამართლო პროცესები. შესაბამისად, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები გააგრძელებს შეკრების თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის ტენდენციას", - წერია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი