მარნეულში საშაურმეები გაქურდეს. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 02:23 საათზე მოხდა. კამერის ჩანაწერის მიხედვით, ადგილზე ოთხი პირი იმყოფებოდა, აქედან ორი ერთ-ერთი ობიექტში შედის.

არსებული ინფორმაციით,  სავარაუდო დამნაშავეები "ოთოს შაურმისა" და "ალგეთის შაურმის" სწრაფი კვების ობიექტების შენობებში შევიდნენ, სალაროდან ფული აიღეს, ასევე წაიღეს მობილური ტელეფონები. ობიექტების მიმდებარედაა "ვიპ შაურმა", სადაც შესვლას, სავარაუდო დამნაშავეები, ასევე ცდილობდნენ, თუმცა მათ წინააღმდეგობა მეპატრონეებმა გაუწიეს.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მძარცველები, სავარაუდოდ, არასრულწლოვანი გოგოები არიან და ისინი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. 

ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. მიმდინარეობს გამოძიება.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი