გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი და მისი მშობლები შიმშილობას იწყებენ

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი და მისი მშობლები პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებენ. ზ.ხ. 19 წლის ფეხბურთელის განზრახ მკვლელობაში თავს დამნაშავედ არ სცნობს და სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას მოითხოვს.

არასრულოვანის მამა ამბობს, რომ შიმშილობის დაწყების შესახებ განცხადება მისმა შვილმა, სასამართლო პროცესზე გააკეთა, რომელიც მედიისთვის დახურულია.

ბრალდებულმა ზ.ხ- მ სასამართლო პროცესზე დღეს პროკურორის აცილება მოითხოვა და ის ფიზიკურ ზეწოლაში დაადანაშაულა. როგორც ზ.ხ. ამბობს, ჩვენება მას სწორედ ზეწოლისა და ძალადობის შედეგად მიაცემინეს.

შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკამყოფილა, რის შემდეგაც არასრულწლოვნმა უკვე სიცრუის დეტექტორზე შემოწმება მოითხოვა და ამ მოთოხვნის დაკმაყოფილებამდე შიმშილობა გამოაცხადა.

"გადავწყვიტე გენერალურ პროკურატურასთან წავიდე და დავიწყო შიმშილობა, სანამ ჩემი შვილი იშიმშილებს" - ამბობს არასრულწლოვანის მამა და პროკურორს ჩვენების გაყალბებაში ადანაშაულებს.

გარდა ამისა, როგორც ზ.ხ-ს მამა ამბობს, შიმშილობის დაწყებას შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული სხვა არასრულწლოვნების მშობლებიც გეგმავენ.

დაკავებულები და მათი დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ პროკურატურას შესაბამისი მტკიცებულებები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ჯამში საქმეზე დაკავებული 17 პირია, რომელებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან. 

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი