საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 14 წლის გოგო ქმარმა მოკლა

გამოქვეყნდა:

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში.  14 წლის გოგო ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. არსებული ინფორმაციით, კაცმა არასრულწლოვანი  2 თვეა რაც  ცოლად მოიყვანა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდო მკვლელის ბიძას, შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა ქმარმა ქალს. გოგო ადგილზე გარდაიცვალა.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109 მუხლით დაიწყო. 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი