ინციდენტი თელავში - 9 წლის მოზარდი პნევმატური იარაღით დაიჭრა

გამოქვეყნდა:

პნევმატური იარაღიდან გასროლის შედეგად მუცლის არეში მიყენებული დაზიანებით 9 წლის მოზარდი საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მეგობრები იარაღით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შემთხვევით გაისროლა. არასრულწლოვანს დაზიანება ღვიძლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა. მკურნალი ექიმის  შეფასებით,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადმოყვანილია არასრულწლოვანი. აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი პნევმატური იარაღის ტყვია. დაზიანებული იყო ღვიძლის ქსოვილი. ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა. ამ ეტაპისთვის პაციენტი გადაყვანილია ქირურგიულ განყოფილებაში და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა, - ამბობს თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი