თუ მოთხოვნები არ შესრულდება, სიცოცხლეს სუიციდით დავასრულებ - შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ზ.ხ.-ს მამა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი მთავარ პროკურატურასთან შიმშილობს. მათ იმ ბრალდებულის მშობლებიც შეუერთდებიან, ვინც "ტოიოტა ქამრიში" ისხდნენ. 

დაკავებულის ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და ბრალდებულებისა და საქმის მთავარი მოწმეების, გურამ ამირხანაშვილისა და იაკობ ბრეგვაძის სიცრუის დეტექტორით გამოკითხვას მოითხოვს. 

დაკავებული ზ.ხ.-ს მამის თქმით, ამირხანაშვილი შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა და მან დაინახა, როგორ გადავარდა 19 წლის ფეხბურთელი მდინარეში. ბრალდებულის მამა ირწუნება, რომ მას აქვს კონკრეტული მტკიცებულებები.

ამირხანაშვილმა დაინახა, როგორ ჩავარდა შაქარაშვილი წყალში. ამოვიდა და არავის არ უთხრა. დარწმუნებული ვარ ამაში და ახლა ფაქტებს ვაგროვებ. 3 დღე ვიშიმშილებ, შემდეგ გადავალ მშრალ შიმშილობაზე და ყველაფერს თუ არ შეასრულებენ, სუიციდით დავასრულებ სიცოცხლეს, - ამბობს დაკავებულის მამა.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ჯამში საქმეზე დაკავებული 17 პირია, რომელებიც სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულების ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ ეთანხმებიან. 

ხუთი პირის გარდა, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია კიდევ 12 პირი, რომლებსაც აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვთ შეფარდებული. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი