არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ოჯახი პროკურატურასთან კარვებს შლის - შაქარაშვილის საქმის ბრალდებულის ოჯახი შიმშილობას აცხადებს

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი შიმშილობას აცხადებს. ზ.ხ-ს მამა, დედა და ბებია გენერალური პროკურატურის შენობასთან დღეს დილიდან კარვებს შლიან.

შიმშილობის აქციას სავარაუდოდ უერთდებიან ამავე ბრალდებით დაკავებული, "ტოიოტა კამრის" მგზავრების ოჯახის წევრებიც. 

დაკავებული არასრუწლოვანის მამა ბრალდებულების სიცრუის დეტექტორზე დაკითხვას და იმ პროკურორის აცილებას მოითხოვს, ვინც მის შვილს ჩვენება მიაცემინა. ოჯახი ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლა მოხდა.

ამირხანაშვილმა დაინახა როგორ ჩავარდა წყალში შაქარაშვილი. ამოვიდა და არავის არ უთხრა. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მამა მე სხვა გზა არ დამრჩენია. სიცრუის დეტექტროზე გამიყვანონ, სიმართლეს ვიტყვიო - ამბობს ხომასურიძე და უკვე სამი დღის შემდეგ მშრალი შიმშილობის დაწყებას აანონსებს.

მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხევაში თამაზ ხომასურიძე, სუიციდით იმუქრება.

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი