მდიდარი მოსამართლეების სიაში ერთ-ერთ პირველ ადგილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავა იკავებს, რომლის სახელი და გვარი არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. მაგალითად რუსთავი 2-ის საქმე, გიგი უგულავას წინასწარ პატიმრობაში დატოვების საკითხი და ახალა უკვე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა.
ტურავას ოჯახი წავკისში, მდიდარი ქართველების უბანში ცხოვრობს. ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, რომ უზარმაზარი მიწის ფართობი ტურავების ოჯახის რამდენიმე წევრზეა გადანაწილებული.
მოსამართლის ოჯახის საკუთრებაშია 3000 კვადრატულ მეტრამდე მიწის ფართობი. ორსართულიანი სახლი უზარმაზარი მიწის ფართობის მარჯვენა კუთხეში დგას და თითქმის ყველა მხარეს ღია აივანი აქვს. შენობის მიმდებარე ტერიტორია რიყის ქვით არის მოპირკეთებული, ქვის ბილიკით სახლი ეზოში განაპირა მეორე შენობას უკავშირდება. 3000 კვადრატულ მიწის ფართობზე დიდი ნაწილი დეკორატიული ხეებითაა გაფორმებული.
ტურავას ოჯახმა წავკისში მიწის ნაკვეთის ერთი ნაწილი 2009-2010 წელს შეიძინა, თუმცა წლების წინ შეძენილ მიწის ნაკვეთს 2019-წელს კიდევ დაემატა რაშიც ტურავას ოჯახმა 12-ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა მდიდარი ქართველების უბანში ტურავების ქონების რეკორდულად ზრდა ამით არ მთავრდება. ამავე წლის აგვისტოში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის შვილმა მარიკა ტურავამ მათ სახლსა და ახლადშეძენილ მიწის ნაკვეთს შორის მდებარე 418 კვ,მეტრის ფართობზე მერიას საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოსთხოვა. 12-აგვისტოს თბილისი მერიამ ტურავას ოჯახს მიწა უფასოდ გადასცა. ასე გაიზარდა მოსამართლის ოჯახის საკუთრება 3000 კვადრატულ მეტრამდე.
მერაბ ტურავას სასამართლო სისტემიდან წასვლა, წინა ხელისუფლების დროს მოუწია, მიზეზი დისციპლინარული დარღვევები იყო. სასამართლო სისტემაში ის ქართლმა ოცნებამ დააბრუნა. საკონსტიტუციო სასამართლოში მერაბ ტურავა თავმჯდომარედ დანიშვნას ხმა ხუთმა მოსამართლემ მისცა, მათგან ერთი თავად ტურავა იყო, რომელმაც საკუთარი თავი აირჩია.
ერთ-ერთი, ვინც ტურავას რეპრესიები საკუთარ თავზე გამოცადა გიგი უგულავაა. სწორედ უგულავას გადამწყვეტ პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლე ტურავა ამტკიცებდა,რომ ავადმყოფობის გამო საქმის განხილვას ვერ შეძლებდა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ავადმყოფობა ტურავასა და მმართველი გუნდის ლიდერების გამოგონილი მიზეზი იყო და მიზნად ისახავდა პროცესის გაჭიანურებასა და ყოფილი მერის პატიმრობის გახანგრძლივებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთი მდიდარი მოსამართლე ევა გოცირიძეა, რომელიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ ერთხმად იქნა არჩეული. 2018 წლის 12 იანვრიდან, ფიცის დადების დღიდან კი გოცირიძე შეუდგა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას,სწორედ ამ პერიოდიდან იწყება გოცირიძის ქონების ზრდა..
უნიკალური პროექტი პრესტიჟულ ადგილას, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ულამაზესი, ფართოდ გაშლილი ხედები, დედაქალაქის ერთ-ერთ ძვირადღირებულ კორპუსში ნახევარ მილიონ ლარად მოსამართლე გოცირიძემ 223.კმ.მ-ბინა მე-13 სართულზე 2016 წლის ბოლოს შეიძინა,თუმცა ეს მმართველი პარტიის ერთგული მოსამართლის ერთადერთი ქონება არ არის. 2021-წელს საკონსტიტუციოს მოსამართლემ ნახევარ მილიონ ლარად 150 კვ.მეტრის კომერციული ფართი დიდ დიღომში შეიძინა. ევა გოცირიძე ერთ-ერთია მათგან, ვინც 2015 წელს სააპელაციო სასამართლოში ლევან მურუსიძის დანიშვნას მხარი დაუჭირა. მაშინ გოცირიძე ამბობდა, რომ გადაწყვეტილება სასამართლო სისტემის სტაბილურობის სასარგებლოდ მიიღო.