
21 აგვისტოდან სვანეთში მიმოსვლა აღდგება. დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი. გადაწყვეტილება დღევანდელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოცხადდა.
მიზნობრივ ჯგუფებს დაემატება იმ პირთა წრე, რომელთაც აქვთ ტურისტებთან შეხება. კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი, დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას, - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდე ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ეპიდვითარების გაუარესების გამო, სვანეთში, 10 აგვისტოს, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინი გამოცხადდა.