პანკისში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილი სცემეს

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობაში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო,  ორი ადამიანი სცემეს. გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს, სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან დაესხა. 

წელაურს ხელი აქვს მოტეხილი და სახისა და სხეული დაჟეჟილობები აქვს, მის 16 წლის შვილს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები.

პოლიციამ გამოძიება წელაურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო, მაგრამ მოძალადეები ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ჩატარებულია ექსპერტიზა, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო რაც ძალადობას გულისხმობს.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი