ძარცვა სენაკში - პოლიციამ 1 პირი დააკავა

გამოქვეყნდა:

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა 16 აგვისტოს სენაკში მომხდარი ძარცვის საქმე გახსნეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 1998 წელს დაბადებული გ.გ., რომელიც წარსულში მრავალჯერ იყო ნასამართლევი.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა რევოლვერი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ბრალს აღიარებს.

ძარცვა სენაკში 16 აგვისტოს მოხდა. თავდამსხმელმა საცხოვრებელი სახლი გაძარცვა და ადგილიდან მიიმალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი