14 წლის გოგონას მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 27 წლის ალიმ ასლანოვს, რომლმაც მეუღლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თუმცა, გამოძება სხვა მიმართულებითაც მუშაობს. მხოლოდ გოგონას ტრაგიკული მკვლელობის შემდეგ პოლიცია მისი ოჯახის და სკოლის როლით დაინტერესდა. ცნობილია, რომ ბავშვის მოტაცებისა და იძულებით ქორწინების შემდეგ არც მის ოჯახს და არც სკოლას შესაბამისი უწყებებისთვის არ მიუმართავს.