ზურაბ გირჩი-ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ლაზარე გრიგორიადისის პროცესიდან ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მოწმე პოლიციელს ფაქტობრივად არაფერი ახსოვს, გარდა ლაზარეს გარეგნობისა და ჩაცმულობისა:
"ლაზარეს პროცესზე, მოწმე პოლიციელს:
- არ ახსოვს თვითონ სად იდგა
- არ ახსოვს სად იდგა ლაზარე
- არ ახსოვს რა ‘პოლიციური საშუალებები’ გამოიყენა პოლიციამ (თუმცა ახსოვს რომ გამოიყენა)
- არ იცის რა შემაღლებულ ადგილზე იდგა ლაზარე (მეორე პოლოციელმა თქვა)
- არ ახსოვს ზუსტად რამდენი ფოტო აჩვენეს, რომლებიდანაც ლაზარე ამოიცნო
- არ ახსოვს არცერთი სხვა ადამიანი ვინც, როგორც ამბობს, ისროდა მოლოტოვს (თუმცა ახსოვს რომ ბევრი ისროდა)
- სხვაც არაფერი ახსოვს ან იცის
სამაგიეროდ დეტალებში ახსოვს:
- ლაზარეს თვალები, ცხვირი და ლოყები
- შარვლის და ჰუდის ფერი
- რამდენ მეტრში იდგა მისგან ლაზარე
- როგორ დაინახა მისი სახე როცა ლაზარემ პირბადე ჩამოიწია ნიკაპამდე
ვერ აბამენ ამ ბიჭს მოლოტოვს და ისევ პოლიციელების სტანდარტულ ცრუ ჩვენებებს მიადგნენ" წერს ჯაფარიძე
საქალაქო სასამართლოში ლაზარეს საქმეზე დღეს პროკურატურის 5 მოწმე უნდა დაიკითხოს. ხუთივე პოლიციელია.