
ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია საყურადღებოა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ტურისტული სეზონიდან გამომდინარე, აუცილებელია აჭარა და გურია ჩაკეტილი რეგიონების ჩამონათვალში არ მოხვდეს
„დღესდღეობით საკმაოდ კარგად განვითარებული შიდა ტურიზმი გვაქვს და შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაკადი არის ზღვისპირეთში. აუცილებელია, რომ ეს გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ არ მოხდეს ლოკალურად ინფექციის ფართომასშტაბიანი გავრცელება და აჭარა და გურია არ მოხვდეს რეგიონების იმ ჩამონათვალში, რომლების ჩაკეტვაც მოხდა” - ამბობს ტიკარაძე.
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან აჭარაში ღამის კლუბებისა და ბუნგალოების პერსონალის სავალდებულო ტესტირება დაიწყება, გარდა ამისა, ბათუმის ბულვარში დაიდგმება კარვები, სადაც დამსვენებლები ნებაყოფლობით ტესტირებას გაივლიან.