კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში სასულიერო პირს 3 ველოსიპედი მოიპარეს, - ინფორმაციას რეგიონული გამოცემა Qartli.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა. სასულიერო პირის საცხოვრებელი ეზოდან დაიკარგა დიდი ზომის ველოსიპედები - შავი, მწვანე და ყვითელზოლებიანი ველოსიპედები.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.