"ახლა იწყება გამოძიება" - თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა დნმ-ის ანალიზი ჩააბარეს

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა დნმ-ს ანალიზი ჩააბარეს.  

გენეტიკური ანალიზის ნიმუშის ჩაბარება, მას შემდეგ გადაწყდა, რაც გამოძიება შსს-სგან პროკურატურამ გადაიბარა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ადვოკატი ამბობს, რომ 1 თვის განმავლობაში გამოძიებას არაფერი გაუკეთებია და რეალურად, პროცესი ახლა იწყება.

"ახლა იწყება გამოძიება, ლოდინის დრო აღარაა, 1 თვე იყო მხოლოდ სიტყვიერი საუბარი. ეს ერთი თვე რა ზიანიც მიადგა გამოძიებას და რაც დააკლდა, პაუსიხსგებაც მაგათზე იქნება, რომ ყველაფერი გამოსწორდეს" - ამბობს რამიშვილი.

გარდა ამისა, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე, ხვალ თეთრიწყაროს ტერიტორიაზე საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდება, რომელსაც მისი მშობლებიც დაესწრებიან. 

ამ ეტაპზე უცნობია ჩატარდა თუ არა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის დნმ-ს ექსპერტიზა, რასაც მისი მშობლების პასუხებს შეადარებენ და გოგონას გარდაცვალებიდან 1 თვის შემდეგ დაადგენენ იყო თუ არა გარდაცვლილის ცხედარი ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილის. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეს გენერალური პროკურატურა გაოძიებს. გადაწყვეტილება ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის მშბლებისა და ირაკლი შოთაძის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი