სოლიდარობა ისრაელს! | თბილისში, სინაგოგასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, სინაგოგასთან ისრაელის სოლიდარობის აქცია იმართება. შეკრებილი მოქალაქეების თქმით, ის, რაც ახლა ისრაელის ქალაქებში ხდება, ტერორიზმია, რომელსაც მშვიდობიანი ადამიანები ეწირებიან და ეს უნდა დასრულდეს. სოლიდარობის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბავშვები ომს ვერ უნდა ნახულობდნენ.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი