მარნეულში 40 წლამდე კაცი მოკლეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ნიზამი განჯევის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მას ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.
ცნობილი ხდება, რომ დამნაშავემ მიმალვა მოასწრო.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.