
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 10 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
"4 პაციენტის წყარო ლენჯერია, სამი არის შემოტანილი შემთხვევა, აქედან ერთი გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, ერთი პერსონალია და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენით მიზნით, ასევე კონტაქტების მოძიება გრძელდება." - ამბობს ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური ხელმძღვანელი მარინა ეზუგბაია.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.