მცხეთის სასამართლოში დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების ეპიზოდზე მორიგი სასამართლო სხდომაა ჩანიშნული.
6 განსასჯელიდან ორს ბრალი დაუმძიმდა და მათ განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, თუმცა დღეს პროცესზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებაზე იმსჯელებენ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
პროცესზე ადვოკატები შესავალი სიტყვით გამოვლენ. დღესვე დაიწყება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაც.
6 არასრულწლოვანის საქმე ცალკე წარმოებად გენერალურმა პროკურატურამ 28 ივლისს გამოყო.