არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ბებია, რომელიც გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობდა, ცუდად გახდა

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არასრულწლოვანი ბრალდებულის, ზ.ხ-ს ბებია, რომელიც გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობდა, ცუდად გახდა.

ლიანა ხომასურიძე გვიან ღამით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ჯერ კლინიკაში გადაიყვანა, მოგვიანებით კი სახლში გაწერა. 

არასრულწლოვან ზ.ხ-ს მამა და ბებია მთავარ პროკურატურასთან შიმშილობას დილიდან ისევ გააგრძელებენ. მათ პროტესტს გუშინ, 19 აგვისტოს, ამავე საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი არასრულწლოვნის ნ.ქ-ს მამაც შეუერთდა. 

ბრალდებულების ოჯახები ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ.

თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ მისმა ოჯახმა შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება დამოუკიდებლად დაიწყო, რითიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათი არასრულწლოვანი შვილი უდანაშაულოა. მამის თქმით დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმეში კონკრეტული ფაქტებია გამოკვეთილი, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს.

ხომასურიძე შვილის სიცრუის დეტექტორზე დაკითხვას უკვე რამდენიმე დღეა ითხოვს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი