კასპის საკრებულოში მომხდარი ძალადობის საქმეზე ჟურნალისტები სასამართლოს საჩივრით მიმართავენ და დაზარალებულად ცნობას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს დაზარალებულად ცნობაზე უარს ეუბნება - კასპის საკრებულოში მომხდარი ფიზიკური ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე, შოთაძის უწყებამ დანაშაულის ნიშნები ვერ იპოვა.

საქმეზე გამოძიებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური თითქმის ორი წელია აწარმოებს, თუმცა პროკურატურისთვის შეგროვებული მტკიცებულები მოძალადეების დასასჯელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჟურნალისტების ინტერესებს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი, ლექსო მერებაშვილი, იცავს. ის საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. იმ შემთხვევაში, თუ მისი საჩივარი არ დაკმაყოფილდება, მერებაშვილი სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნის.

ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში დევს როგორც მოწმეების ჩვენებები, ასევე ვიდეოკადრები, რითაც დგინდება, რომ სამართალდამცველებმა, კასპის საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე ორკესტრირებულად იძალადეს. მათ შორის, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფზე.

"ვიდეომტკიცებულებებში აშკარა არის, რომ ჟურნალისტები მხოლოდ და მხოლოდ ასრულებენ საკუთარ უფლება-მოვალეობებს, იღებენ ადგილზე განვითარებულ მოვლენებს და შემდეგ ხდება მათი აბსოლუტურად დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ, უკანონოდ ასევე, ძალადობით გამოყვანა. ვაპირებთ, რომ მივმართოთ თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოვითხოვოთ, რომ მოხდეს ჟურნალისტების დაზარალებულად ცნობა და დამნაშავე პოლიციელებისათვის ბრალის წარდგენა. გვაქვს მოლოდინი, რომ საქალაქო სასამართლო უარს გვეტყვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, რომ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს," - ამბობს მერებაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური ძალადობა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა კრიტიკული მედიის წარმომადგენლებზე 2022 წლის 18 თებერვალს, კასპის საკრებულოში, განხორციელდა. მოძალადეები ამ დრომდე არ დასჯილან.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი