მოვუწოდებთ შსს-ს, დროულად გამოიძიოს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი - ქარტია კასპის საკრებულოზე

გამოქვეყნდა:

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" კასპის საკრებულოში "მთავრი არხის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობას ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება. 

"ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, სწრაფად და ეფექტიანად შეისწავლონ პოლიციელების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კასპის საკრებულოში მედიის წარმომადგენლების უფლებები დაირღვა. 2021 წლის 17 დეკემბერს, კასპის საკრებულოს სხდომაზე არ შეუშვეს ტელეკომპანიების, „მთავარი არხის”, „TV პირველისა” და „ფორმულას” გადამღები ჯგუფები.

ქარტიას მიაჩნია, რომ თავდასხმა პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებით საყურადღებოა და მსგავსი ქმედებები კიდევ უფრო ახალისებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობას", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია სამართალდამცავ პირებს კანონის შესაბამისად მოსთხოვონ პასუხი და დაუყოვნებლივ გაატარონ პრევენციული ღონისძიებები მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი