დაპირისპირება კასპის საკრებულოში | "მთავარის" ჟურნალისტი სამართალდამცველების თავდასხმის ობიექტი გახდა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხი", სხვა ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ისევ მოძალადე სამართალდამცველების თავდასხმის ობიექტი ხდებიან.

კასპის საკრებულოს დარბაზში მედიას დღეს ფაქტობრივად სადამსჯელო ოპერაცია მოუწყვეს. ძალადობის მიზეზი კი ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეკითხვები გახდა საბიუჯეტო სახსრებით ახალი ავტომობილების შეძენასა და საკრებულოს თავმჯდომარის დიპლომთან დაკავშირებით. სხდომის მსვლელობისას დაწყებული პოლიტიკური დაპირისპირება მალე მძაფრ კონფლიქტში გადაიზარდა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ და ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა კი თავდასხმის სამიზნედ სწორედ ჟურნალისტები აირჩიეს და განსაკუთრებული გულმოდგინებით "მთავარ არხს" გაუსწორდნენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი