არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა ტრანსგენდერ ქალებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულების თქმით, ძალადობის საბაბი მათი მხრიდან მომსახურებაზე უარის თქმა გახდა. მოძალადე სამართალდამცველებმა მხოლოდ მაშინ დააკავეს, როდესაც "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილას მივიდა.
საპატრულო ეკიპაჟსაც აგინა, ჩვენც გვაგინა, ფიზიკურადაც შეგვეხო და ტელევიზია რომ დაინახეს, მერე დააკავეს ეს ადამიანი, თორემ არ აკავებდა საპატრულო ეკიპაჟი, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.