"10 რიცხვიდან ვეძებ ბილეთებს... ძლივს ვიშოვეთ" | ისრაელიდან თბილისში მორიგი რეისი ჩამოფრინდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ისრაელიდან სამშობლოში ბრუნდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელიდან მორიგი რეისი ცოტა ხნის წინ დაფრინდა. ბორტზე 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე ეთნიკურად ქართველი ისრაელის მოქალაქეები.

უმრავლესობა ქალაქ აშდოთიდანაა. ისრაელიდან დაბრუნებულები ყვებიან, რომ ბილეთების ყიდვა მომატებული ფასისა და მცირე რაოდენობის გამო გაუჭირდათ.

"ბილეთები ვერ ვიშოვეთ, 10 რიცხვიდან ვეძებ ბილეთებს და ძლივს ვიშოვეთ 15 რიცხვის, თუმცა თვითმფრინავი იყო ცარიელი" - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

ცნობისთვის, თელ-ავივში კიდევ ასეულობით ქართველი რჩება. დროისთვისაც უმრავლესობა სამშობლოში დასაბრუნებლად მომდევნო ავიარეისს ელოდება.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი