
"ბავშვი ცოლი არ არის", - ამ წუთებში თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ მდუმარე აქცია ამ სახელწოდებით მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობას ეხმაურებიან.
"სკოლამ მოკლა აითაჯი, დააკავეთ კოლის დირექტორი", - წერია აქციის მონაწილეების ტრანსფარანტებზე.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის გოგო 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძა. გამოძიება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.
ასევე, პოლიციამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავა.
იხილეთ ასევე: