14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი ბრალს აღიარებენ. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა, საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ ჩაინიშნება.
"აღიარებენ წარდგენილ ბრალდებას. 376-ე მუხლის პირველი ნაწილით არის ბრალდება გათვალისწინებული. ედავებიან დანაშაულის შეუტყობინებლობას. ბუნებრივია, ცნობილი იყო, არასრულწლოვანი რომ იყო გარდაცვლილი, აქედან გამომდინარე ბრალდების ნაწილში აღიარებენ. ბრალდების ნაწილში აღიარებენ. სავარაუდოდ სასამართლო პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნება“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი დააკავა.
საგარეჯოს სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. მკვლელობაში მისი გამტაცებელი, ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა, თუმცა პოლიციამ ის რამდენიმე დღეში დააკავა. ასიმ ასლანოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც. გამოძიება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია.
იხილეთ ასევე: