12 წლის ანას მკვლელობის საქმე | საბედისწერო ღამის ახალი დეტალები და ოჯახის მოთხოვნა

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ჩვენ რამდენჯერმე გავაშუქეთ დიღომში, საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი 12 წლის ანას საქმე. ყოველ ჯერზე, ყოველი დამატებითი მტკიცებულებისა თუ გარემოების გაანალიზების შემდეგ, მხოლოდ მყარდებოდა ეჭვი, რომ ეს იყო პატარა გოგონას უსასტიკესი მკვლელობა, და კიდევ უფრო შემზარავია იმის გაცნობიერება, რომ ამის ჩამდენი ისევ დაუსჯელი დადის და შესაძლოა თავის მორიგ მსხვერპლს ეძებდეს.

რამდენიმე კვირის წინ გიყვებოდით, რომ ამ საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება განადგურებულია. მიზეზი კი სამხილის არასწორად შენახვა გახდა, და, შესაბამისად, ახლა ექსპერტიზა ვერ ადგენს, ვის ეკუთვნის გოგონას ცხედარზე აღმოჩენილი უცხო თმა.

ახლა საქმის მსვლელობა იმგვარად იცვლება, რომ შესაძლოა უკვე იმ ექსპერტებისა და გამომძიებლების პასუხიმგებლობის საკითხი დადგეს, ვინც ამ სამხილების შეგროვებაზე იყო პასუხისმგებელი. ერთი სიტყვით, უმძიმესი ისტორია კიდევ უფრო ბნელ ჩიხში შედის, გარდაცვლილი გოგონას ოჯახი კი კითხვებზე პასუხებს და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი