ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე საპატიმროდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, რომელიც ცრუ ჩვნების მიცემის ბრალდებით იყო დაკავებული, გათავისუფლდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ის სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ყოფილმა გამომძიებელმა წარდგენილი ბრალდება აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შუბითიძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.

"ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" შუბითიძის ადვოკატმა.

შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითძის თქმით, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია.

სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. 26 ივნისს მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

რუსული კანონის მხარდამჭერი "ოცნების" აქცია | მთავარის სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი