ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი სკოლის სამეურვეო საბჭომ არ აირჩია. 8 წევრიდან 4-მა მარიზა ძერიას, მხარი არ დაუჭირა, 3-მა წევრმა ხმა მისცა, ხოლო ერთი ბათილად ცნეს.
მანამდე, 13 ოქტომბერს, წალენჯიხის სოფელ ჯგალის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭომ განათლების სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი დირექტორად არ აირჩია.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით დირექტორთა არჩევნები 900-ზე მეტ საჯარო სკოლაში უნდა ჩატარდეს, თუმცა სამინისტრომ, აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. სკოლის დირექტორობის არაერთი მსურველი კი არჩევნებს მიღმა დარჩა.
ავტორი: ემა გოგოხია.
ასევე ნახეთ: