გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში მოკლული კაცი 39 წლის კობა აწკარუნაშვილია. მას სასიკვდილო ჭრილობები თავის არეში მამამ მიაყენა.
67 წლის ივანე აწკარუნაშვილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული და ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. შსს-ს ცნობით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ ასევე: