დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამა მიიჩნევს, რომ მწყემსი, რომელმაც 23 წლის პროგრამისტის ავტომობილი იპოვა, ადგილზე მიგზავნილი იყო.
ამას უბრალო ადამიანი ვერ გააკეთებს... სპეციალურად ჰყავდათ ეგ მწყემსი, სპეციალურად ტრიალებდა აქ, - ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ გოლთეთის ტერიტორიაზე, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იდგა თუ არა პოვნის ადგილას პროგრამისტის ავტომობილი 4 დღის განმავლობაში.
დაღუპულის მშობლები ამჟამად პროკურატურაში იმყოფებიან. ოჯახი კატეგორიულად მოითხოვს, საქმე გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაცვლად, განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდეს.