ინსცინირებული სიცრუე- ასე უწოდებს გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ ერთი პროკურორი "მთავარი არხის" ექსკლუზიურ ინფორმაციას "საიდუმლო ტელეფონსა" და იმ მიმოწერაზე, რომელიც ტელეფონში აღმოჩნდა.
დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ მიმოწერა გური ამირხანაშვილს, თუმცა ვისნ არის ავტორი არ იცის და ამბობს, რომ გამოძიება დაინტერესდება:
ეს არის მორიგი ინსცინირებული სიცრუე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს. რა თქმა უნდა ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გური ამირხანაშვილს და აღნიშნული ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას. ამ კუთხითაც ჩვენ ამოვიღებთ ტელეფონს და ჩავატარებთ გამოძიებას, რათა დადგინდეს ვის ეკუთვნის ტელეფონი, ვის მიერ იქნა მიმოწერები განხორციელებული და ის პირები ვინც იდგნენ ამ ყველაფრის უკან აგებენ პასუხს" ამბობს პროკურორი.
შეგახსენებთ, რომ ტელეფონთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტი გიგლა თუმანიშვილი შსს-მ გამოკითხვაზე უკვე დაიბარა.