„კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი იგივე "გული" ანტალიაში მოკლეს

გამოქვეყნდა:

პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ნადირ სალიფოვი დღეს დილით ანტალიაში მოკლეს. 

წარმოშობით დმანისელი სალიფოვი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა კრიმინალურ სამყაროში „ გულის“ მეტსახელით იყო ცნობილი.

არსებული ინფორმაციით, 47 წლის სალიფოვი​ სასტუმროში დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა.  

"კანონიერი ქურდია" მოკლულის ძმაც. ძმები სალიფოვების დაჯგუფებას საკუთარი გავლენები აქვს საქართველოშიც. 

"გულის" უახლოესი მეგობარი და მარჯვენა ხელი ელშან მამედოვი 2017 წელს თბილისში, აბანოთუბანში მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიით, დღევანდელი მკვლელობა სწორედ ამ ამბის გაგრძელებაა.  

გამოძიება კიდევ ერთ ვერსიაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც  შემკვეთად ასევე ქართველ "კანონიერ ქურდს" შაქრო კალაშოვს განიხილავენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი