პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია | ერთ-ერთი საკონსტიტუციოს მოსამართლის შვილია

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი, ლევან ნემსაძე და გოგა კიკილაშვილი, 90-90 ხმით აირჩია.

ნემსაძის შემთხვევაში კენჭისყრა 2-ჯერ გაიმართა. პირველ ჯერზე მხოლოდ 89 ხმა დაფიქსირდა მაშინ, როცა ასარჩევად საჭირო კვორუმი 90 ხმა იყო. ამის შემდეგ "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ, 
ხელახალი კენჭისყრის საკითხი დააყენა, რადგან, მისი მტკიცებით, "რომელიღაც პულტმა არ იმუშავა." ხელახალი კენჭისყრის შემდეგ იუსტიციის საბჭოს წევრად ნემსაძეც აირჩიეს.

ნემსაძესა და კიკილაშვილს მხარი რომელიღაც ოპოზიციონერმა დაუჭირა, თუმცა უცნობია ვინ, რადგან კენჭისყრა ფარული იყო.

ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, გოგა კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. კიკალაშვილი ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ვიზიტებში, კონსტიტუციის დარღვევა დაინახა:

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი არამოსამართლე წევრი აირჩია პარლამენტმა.
ერთ-ერთი გოგა კიკილაშვილია, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.
კომენტარიც არ არის საჭირო, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რა სწრაფად მიიღო სარგებელი ამ  პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმის მოსამართლის შვილმა ხვდებით ხომ?" წერს ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად კენჭი უყარეს კიდევ ორ კანდიდატს, რუსუდან კვინიკაძესა და ნინო ნიშნიანიძეს, თუმცა, მათ ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი