ყაჩაღობა ბათუმში - დეპუტატის შვილი "გაყიდული თამაშების" საქმეშიც ფიგურირებს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ყაჩაღობისთვის დაკავებული  ვატო ტაბიძე, ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდის წევრია, რომელიც ოპოზიციის ინფორმაციით, ე.წ. გაყიდულ თამაშებში ფიგურირებდა.

ვატო ტაბიძე  "ოცნების" დეპუტატის,  ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის შვილია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ თანხა ტაბიძეს სავარაუდოდ აზარტული თამაშების გამო დასჭირდა და ყაჩაღობის მიზეზიც ეს გახდა.

"ევროპული საქრთველო" კი ხელისუფლებას მოუწოდებს, მმართველი პარტიის დეპუტატს სამართალდამცველებთან მისი კავშირების გამოყენების უფლება არ მისცეს. ცნობისთვის, დაკავებულის მამა და საკრებულოს თამვჯდომარე, ყოფილი პოლიციელია, რომელმაც შესაძლოა წარსული საქმინობა და ნაცნობობა შვილის მფარველობისთვის გამოიყენოს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღების საქმეზე  "ქართული ოცნების"  ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილი, ვახტანგ ტაბიძე დააკავეს.

კადრებში, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული, ჩანს, როგორ ესხმის თავს ვახტანგ ტაბიძე ჯიხურის მეპატრონეს და ბლაგვი საგნით თავის არეში დაზიანებას აყენებს. 

თავდამსხმელმა თანხის წაღება ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართლდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს და 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი