გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული, 3 არასრულწლოვანი შიმშილობას აცხადებს - სასამართლო პროცესი მცხეთის საქალაქო სასამართლოში, ხვალ გაგრძელდება.
დაკავებულების ადვოკატები, ამბობენ, რომ შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, არასრულწლოვნების წინააღმდეგ სადამსჯელო სანქციები ამოქმედდა და მათ საკანში ტელევიზორები ჩამოართვეს - უფლებამდაცველები, იუსტიციის მინისტრსა და სახალხო დამცველს მიმართვენ, რომ ამ საქმეს ყურადღება მიაქციონ და არასრულწლოვნების ინტერესები მაქსიმალურად დაცული იყოს.
პროკურორი,დავით ყაზარაშვილი ტელევიზორის ჩამორთმევას უარყოს. ამბობს, რომ მათ ტელევიზორს არავინ ჩამოართმევდა. რაც შეეხება მომდევნო სასამართლო პროცესების ჩანიშვნას მისი თქმით, გათვალისწინებული იქნება არასრულწლოვნების ინტერესი.
სასამართლო პროცესი კი მცხეთაში დღეს რამდენიმე წუთით სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების გამო შეწყდა, რადგან ერთ-ერთი არასწლოვან ,ზ.ხ. ს დედა შეუძლოდ გახდა.
ხვალ მცხეთის საქალაქო სასამართლოში დილის 11 საათზე გაგრძელდება.
6 ბრალდებულიდან ორს ბრალი დაუმძიმდა და მათ განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას ედავებიან, თუმცა დღეს პროცესზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ ბრალდებაზე იმსჯელებენ, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს. 6 პირიდან 2 კი ბრალი დამძიმებული აქვს და გამოძიება მათ შაქარაშვილის მკვლელობას ედავება.
6 არასრულწლოვანის საქმე ცალკე წარმოებად გენერალურმა პროკურატურამ 28 ივლისს გამოყო.