"ქართული ოცნება" პრეზიდენტს ახლა უკვე დაჭერით ემუქრება. იმპიჩმენტის ინიციატორი ირაკლი კობახიძე გაჩერებას არ აპირებს და სალომე ზურაბიშვილს საჯაროდ აფრთხილებს, რომ შეწყვიტოს მოგზაურობა ევროპაში. თუმცა ოპოზიციაში მმართველი პარტიის ლიდერის და სხვა წევრების ამ ახალი შეტევის განსხვავებულ მიზეზზე ლაპარაკობენ.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური ბულინგის დაკვეთა ქვეყნის არაფორმალური მმართველისგან მოდის. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილი უკიდურესად უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ ქვეყნის მეთაური მისი გავლენიდან გასვლას ცდილობს და დაუმორჩილებელი ხდება.