გაუჩინარებული კაცის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა მტკვარში იპოვეს.
31 წლის მამაკაცს ოჯახის წევრები და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები 18 აგვისტოდან ეძებდნენ. კამერების ჩანაწერების მიხედვით, მისი კვალი დიდუბის ხიდთან იკარგებოდა.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.