მისი ჯანმრთელობა დღითი დღე მძიმდება, მთელი დღე წევს... მშობლების ერთადერთი შვილია | ირაკლი ბებუას ნათესავი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა მძიმე მდგომარეობაზე მისი ბიძაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრობს. თამარ ბებუას თქმით, ბოლო კონტაქტი ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან 2 თვის წინ ჰქონდათ:

"ჯანმრთელობის მდგომარეობას ის ხაზს არ უსვამს და არ უნდა ოჯახი ანერვიულოს, თუმცა გვყავს წყაროები, რომლისგანაც ვიღებთ ინფორმაციას რომ მისი ჯანმრთელობა დღითი დღე მძიმდება. მთელი დღე წევს ოთახში და სძინავს. მის დეპრესიულ და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს ისიც, რომ არ აქვს სურვილი როდესაც შეუძლია გასასეირნებლად გავიდეს, არც კი დგება და არც გადის. ამ ცნობებმა ძალიან შეგვაშინა... არ არის დაოჯახებული, ჰყავს დედა და მამა, მშობლების ერთადერთი შვილია" ამბობს თამარ ბებუა. 

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა სახელმწიფოსთვის ძლიერი ბერკეტია, რომ ეს საკითხი საერთაშორისო პლატფორმებზე გაააქიუროს და ირაკლის გათავისუფლება მოითხოვოს.

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ინფორმაცია დღეს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაავრცელა. მათი ცნობით,  ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და პატიმრობაში ყოფნისას მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ბებუა "დროშის" დაწვას აღიარებს,  საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა. ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.

ორ თვეში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის აქტი ამოქმედდება თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის ბებუას არ შეეხება

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი