პანკისში მამა-შვილზე ძალადობის გამო ერთი პირი დააკავეს - საქმეზე გამოძიება გრძელდება

გამოქვეყნდა:

პანკისში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაპირისპირებაში მონაწილე 1 პირი ი.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, -წერია შსს-ს განცხადებაში

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობაში მამა-შვილი ჩაცმულობის გამო სცემეს. გელა წელაურს ხელი აქვს მოტეხილი, დებეჟილი აქვს სახე და სხეული. მის არასრულწლოვან შვილს კი შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს. პოლიციამ გამოძიება წელაურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი