სამტრედიაში კაცი მოკლეს. შემთხვევა გუშინ, ქალაქის ცენტრალურ სტადიონთან მოხდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, მოკლული საღამოს საათებში, სამძიმრიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას ამ დრომდე გაურკვეველი პირები დახვდნენ და ცეცხლი გაუხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარ არხს" უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.